თავდასხმა ოჯახზე

2019-09-01 14:47:39

თავდასხმა ოჯახზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში, ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ორი ასაკოვანი ქალი და ერთი მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა  სახლიდან თანხის და სხვა ნივთების წაღება ვერ მოახერხეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.