"მკვდარი გვეგონა და მთვრალი აღმოჩნდა"

2017-03-27 19:03:53

ქუჩაში 45 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების ვარაუდით შეტყობინება საპატრულო პოლიციაში დაახლოებით, 16:30 წუთზე შევიდა. თვითმხილველები ამბობენ რომ მამაკაცმა უეცრად გონება დაკარგა და წაიქცა. „ გახდა ცუდათ, დაიწყო ხრიალი, უცებ გაშავდა, გამოვიძახეთ პატრული და მოვიდა სასწრაფო დახმარებაც. ჩვენ მკვდარი გვეგონა და მთვრალი აღმოჩნდა. ექიმების გასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო“ შემთხვევა მესხიშვლის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული.