"მოსალოდნელია წვიმა, გაძლიერდება ქარი"

2019-08-29 14:42:53

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს სააგენტო.