"ოჯახის წევრები გაკოჭეს და დიდი ოდენობით თანხა წაიღეს"

2019-08-28 20:05:05

თბილისში 5-მა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ამაღლების ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი დააყაჩაღა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში მყოფები გაკოჭეს, დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა კი დაყაჩაღებული ოჯახის კუთვნილი ავტომობილით წაიღეს. კერძოდ, საუბარია 60 000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობასა და ნაღდი ფულის სახით 20 000 ლარზე.

არსებული ინფორმაციით, მოპარული ავტომობილი ნაპოვნია, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.