თბილისის ქუჩაზე (შუაგამყოფ ზოლში) ააიპ "უზრუნველყოფა" სეზონური გამწვანების ფარგლებში ხეებს რგავს. კიპარისის და ფიჭვის 300 ნერგი დღეს დაირგვება, გამწვანების სამუშაოები აღნიშნულ ლოკაციაზე პერიოდულად განხორციელდება და საბოლოოდ თბილისის ქუჩის მთელ პერიმეტრს მოიცავს.
შეგახსენებთ რომ მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება გასული წლის 9 ნოემბერს დაიწყო.