ახალი დეტალები ქალზე, რომელმაც მცირეწლოვანი მშობლების თვალწინ დაჭრა.
თავდამსხმელი 51 წლის მხატვარი თამარ საძაგლიაშვილია.
როგორც ცნობილი ხდება, საძაგლიშვილს რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა შარშან მკურნალობა შეწყვიტა. ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, ბრალდებული ცნობილი სახალხო არტისტის, მარეხ გოძიაშვილის ოჯახის წევრია.
საძაგლიშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და წლების განმავლობაში ხატავდა.
"არ ვიცით, რა დაემართა. ჯანმრთელობის პრობლემები კი ჰქონდა, მაგრამ შარშან მკურნალობა შეწყვიტა" – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
"მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არც კონფლიქტური იყო. ოჯახში დედასთან ერთად ცხოვრობდა"- აცხადებს ნათია თოდუა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შუახნის ქალი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.