სად განთავსდება "მთავარი არხი"

2019-08-28 18:25:31

ახალი ტელეკომპანია "მთავარი არხი", სავარაუდოდ, 9 სექტემბერს დაიწყებს მაუწყებლობას - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქ ლაივის მეშვეობით განაცხადა.

მისი თქმით, ტელევიზია, დროებით, ტელეკომპანია "იბერიის" შენობაში განთავსდება და ტექნიკა, რომლითაც ტელეკომპანია იმუშავებს "იბერიას" ეკუთვნის.

"ჩვენ დროებით მაუწყებლობას ვიწყებთ ტვ "იბერიის" შენობიდან. ეს იქნება დროებითი მაუწყებლობა, იმიტომ, რომ სტუდიისა და ტელევიზიის გამართვას დრო სჭირდება. თან, საბოლოოდ არ გვაქვს შერჩეული ლოკაცია, ვმსჯელობთ რამდენიმე ვარიანტზე და სანამ ეს ყველაფერი მოგვარდება, არ მიმაჩნია სწორად, რომ ეთერში არ ვიყოთ. ამიტომ, ეთერში დროებითი მაუწყებლობით გავალთ" - განაცხადა ნიკა გვარამიამ