ქალმა მცირეწლოვანი დაჭრა

2019-08-27 20:39:52

უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. შემთხვევა ცოტახნის წინ თბილისში, პეკინის გამზირზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყებაში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.