პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

2017-03-27 13:22:41

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. ღია კარის დღე გაიმართა რუსთავი პროფესიულ კოლეჯ „მოდუსშიც“. სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულ პირებს, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ და მიაწოდეს.

პროფესიულ კოლეჯში რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

დაინტერესებულ პირებს, რუსთავის პროფესიულ კოლეჯში,  საგაზაფხულო მიღებაზე, სასურველი პროფესიის არჩევა 9 საგანმანათლებლო პროგრამიდან შეეძლებათ:

  • ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი.
  • ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი.
  • ზეინკალ სანტექნიკოსი.
  • მღებავი.
  • ძრავის შემკეთებელი.
  • შემდუღებელი.
  • ტაბაშირ-მუაოს კონსტრუქციების მემონტაჟე.
  • სავალი ნაწილის ტექნიკოსი.
  • სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი.

 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, 8 აპრილს დასრულდება.