ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

2019-08-27 15:34:19

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ, რომმომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.