რუსთავს ორიგინალური სკვერი ექნება [photo]

2019-08-28 18:03:42

რუსთავში, თეატრის წინ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლებთან გარკვეული შენიშვნებიც დააფიქსირა.

"ზოგადად ჭირს სამუშაოებთან მიმართებაში, იმ ელემენტებისა და იმ ხედვის გათვალისწინება, რაც ჩვენ ქალაქს ჭირდება, რასაც ჩვენ გულით ვისურვებთ, რომ გაკეთდეს. ზოგადად დამოკიდებულება ამ კომპანიაზე ვერ ვიტყვი, შეიძლება ეს კომპანია ლიდერობდეს სხვა კომპანიებთან შედარებით. რაც შეეხება, ვადებს და ტემპებს, თუ არ ვცდები ოქტომბერში უნდა დასრულებუიყო, მაგრამ შეპირებულები არიან, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის მორჩებიან" - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური თეტრის წინ მდებარე სკვერის ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა სარწყავი ქსელით. ასევე პროექტით გათვალისწინებულია ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის ელ.განათების მოწყობა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 619 295 ლარს შეადგენს.