"ინტერტრანსმა" საკუთარი მძღოლები დააჯარიმა [video]

2019-08-27 00:53:44

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ მასალას რეაგირება მოჰყვა. საუბარია, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლების დაპირისპირების ფაქტზე.  [ვიდეო/video]

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს სოციალურ ქსელში ერთერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ქეთი ბეშიძე ჰყვება, რომ თბილისი რუსთავის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კომპანია "ინტერტრანსის" ადმინისტრაციამ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს დაუყონებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი კვირის ვადით და დაეკისრათ ჯარიმა.

"ინტერტრანსის" დირექტორის მოადგილის, თენგიზ სანიკიძის განცხადებით, განმეორებით შემთხვევაზე კომპანიის შიდა სანქციების მიხედვით, მათ კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.

კომპანიის ხელმძღვანელობა, იმ მგზავრსაც შეხვდა, რომელიც უშუალოდ მძღოლების დაპირისპირების ფაქტს შეეწრო.

კომპანია ინტერტრანსი მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო თავის მხრივ ინტერტრანსის მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ.