მარნეულმა საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა

2019-08-26 13:12:36

მარნეულმა საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა.

მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა.

სოფელ წერაქვმა, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 600 ახალგაზრდას უმასპინძლა.

საზაფხულო ბანაკები, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ, საქართველოს მასშტაბით 8 რეგიონში გამართა და მასში მონაწილეობა 15 000 ახალგაზრდამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბანაკის პროგრამა „გაიცანი საქართველო“ - სხვადასხვა აქტივობებს მათ შორის, საგანმანათლებლო ლექციებს და ექსკურსიებს მოიცავდა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალის გაცნობა და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციას წარმოადგენდა.

ბანაკის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდული ბანაკის დასრულება საჰაერო ფრანებითა და ფოიერვერკით აღნიშნეს.