ფესტივალი "ერთიანი კავკასია" დასრულდა [video]

2019-08-26 13:03:03

ფესტივალი „One Caucasus“  მარნეულს ერთი წლით დაემშვიდობა. [ვიდეო/video]

მარნეული ტრადიციადქცეული საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი „One Caucasus“ გრანდიოზული კონცერტით დაიხურა და მარნეულს ერთი წლით დაემშვიდობა.

წელს ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს  მუსიკოსები მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანიდან, ბენინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან,  სენეგალიდან, სომხეთიდან , უკრაინიდან და  შოტლანდიიდან  იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, რომელიც 22 აგვისტოდან 25 აგვისტომდე, სოფელ წერაქვში მიმდინარეობდა,  სხვადასხვა კულტურის წამომადგენელ, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს  საშუალებას აძლევდა   ერთმანეთს შეხვდროდნენ და შეექმნათ  საერთო მუსიკალური პროექტები.

საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus  გრძელვადიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას შემოქმედებითი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის.

Caucasus-ის მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.

ფესტივალის დახურვას  ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტსი მერია ავრცელებს