მინივენი მთის ფერდობს შეეჯახა

2019-08-26 11:58:13

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბახმაროში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მინივენის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მთის ფერდობს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.