ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

2019-08-27 11:41:12

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.

შემთხვევა სოფელ წეროვანთან მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.