ჩემპიონატის გასამართად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

2017-03-26 17:43:35

პირველად ავტოსპორტის ისტორიაში TCR-ის საერთაშორისო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპის ორი რბოლა 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ავტოდრომზე მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მოეწყო პარკინგის ტერიტორია, ხორციელდება იმ ღია სივრცის გადახურვა სადაც მოწვეული სტუმრები თვალს მიადევნებენ რობოლას, სუფთავდება მაყურებელთა ტრიბუნები და მოწმდება სარბოლო ბილიკები.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას ქართველი პილოტი, დათა ქაჯაია მიიღებს, რომელიც რბოლაში „ალფა რომეო ჯულიეტათი“ იასპარეზებს.