გურიაში, ბახმაროს კურორტზე , საცხოვრებელი სახლი და ხის კოტეჯი დაიწვა. შემთხვევა მახარაძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით, კოცონიდან გავრცელებული ცეცხლის შედეგად გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, მაშველებმა ცეცხლის ახლომდებარე სახლებზე გავრცელებას ხელი შეუშალეს და ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.