ფესტივალი "ერთიანი კავკასია" [video]

2019-08-23 13:57:22

მარნეულში, ტრადიციადქცეული ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” ოფიციალურად გაიხსნა. [ვიდეო/video]

22-25 აგვისტოს სოფელი წერაქვი მეხუთედ  მასპინძლობს  საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს „One Caucasus”.
წელს ფესტივალი მუსიკოსებს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა, შოტლანდია მიიღებს.

One Caucasus ეს არის საერთაშორისო ფესტივალი და გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას შემოქმედებითი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის.

"One Caucasus-ის მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს".

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, ადგილობრივი მოსახლეობა,  მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს