უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა

2019-08-23 13:10:27

საკანონმდებლო მაცნეზე სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა.

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე მინისტის მოვალეობის შემსრულებლის ირინა აბულაძის ბრძანებით პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500 ლარი;
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750 ლარი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000 ლარი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000 ლარი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,017,000 ლარი;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500 ლარი;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250 ლარი;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250 ლარი;
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 135,000 ლარი;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 247,500 ლარი.

უფასო ფაკულტეტების სიის სანახავად მიჰყევით შესაბამის ბმულს.