სადახლოში 2500 აბონენტი სასმელი წყლით მომარაგდა

2019-08-22 14:04:28

მარნეულის სოფელ სადახლოში 2500 აბონენტი სასმელი წყლით მომარაგდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სასმელი წყლის სისტემების მოწყობის მასშტაბური პროექტი დასრულდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალსადენის ახალი ქსელები, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ-ია. აშენდა ახალი რეზერვუარი და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი განხორციელდა, რომელიც უზრუნველყოფს სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის 2500 აბონენტის სასმელი წყლით მომარაგებას.

პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 305 935 ლარია.

დასრულებული პროექტი ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა. პუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სადახლოელებს პირადად მიულოცა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.