ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-08-22 10:42:47

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, შარტავას გამზირზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მიკროავტობუსი რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა გაჩერებას აპირებდა რა დროსაც მას უკნიდან "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიკროავტობუსის მძღოლის ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი შეჯახების შემდეგ ადგილიდან მიიმალა.