"რუსთავი 2" კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა

2019-08-21 10:20:08

ტელეკომპანია "რუსთავი 2" კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა.

მაიკო ლომიძე, თეა ადეიშვილი, თენგო გოგოტიშვილი და პაატა იაკობაშვილი რუსთავი 2-დან წამოსვლის შესახებ ფეისბუქზე წერენ.

გუშინ 9 საათიანი კურიერის დროს არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს მისა სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ.

ამ დრომდე ეთერში არ გასულა საინფორმაციო საშუალება კურიერი და არ განახლებულა ტელეკომპანიის ოფიციალური გვერდი.

გუშინ გვიან ღამით არხის მესაკუთრემ ქიბარ ხალვაშმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა რომ - "რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება."