"ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს"

2019-08-20 20:42:17

მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.
ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!
ბრძოლას ვაგრძელებთ!!".