რას აკეთებდა პრეზიდენტი შვებულების დროს

2019-08-20 18:18:36

რას აკეთებდა პრეზიდენტი შვებულების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

წერილში რომელიც "ინფო რუსთავმა" მიიღო წერია თუ რას აკეთებდა პრეზიდენტის შვებულების დროს.

"პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ისროგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების  ადგილიდანაგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში  იყო  თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელკოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია.

საქართველოს პრეზიდენტი ფონდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ამ დროისთვის აკუმულირებულია მისი ხელფასი, 35 880 ლარის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის დარიცხული ხელფასი 5520 ლარს შეადგენს. 17 სექტემებრს იგეგმება   საქართველოს პრეზიდენტის ფონდის პრეზენტაცია. ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგინება და სწორედ ეს იქნება   პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას. შესაბამისად აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხების ჩარიცხვა არ მომხდარა", - წერია განცხადებაში.