"რუსთავი 2"-დან ნოდარ მელაძე გაუშვეს

2019-08-20 16:12:48

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლა.

როგორც სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არხს ტოვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან, მათ შორისაა ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. სალია ასევე ადასტურებს არხიდან ნანუკა ჟორჟოლიანის წასვლასაც.

„არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს კომპანიაში დასაქმებული“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, „თუ ადგილი არ ექნება ინტერესთან კონფლიქტს, არც ერთ ადამიანთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, პოზიტიურის გარდა“.