პედაგოგებისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება

2019-08-20 14:27:14

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მათ სახელმწიფო პენსიაზე გასვლის სანაცვლოდ სთავაზობს. განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დღეს სრულდება.

ეს პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს: მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

განათლების სამინისტრო შეახსენებს პედაგოგებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ განაცხადი სკოლის დირექტორის სახელზე, მათ 20 აგვისტოს 24 საათამდე აქვთ ამის შესაძლებლობა.