ყარამანიშვილებმა საჯარო რეესტრს უჩივლეს

2019-08-20 14:01:31

რუსთავი 2-ის ყოფილმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა საჯარო რეესტრს უჩივლეს. ყარამანიშვილები ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის გადაფორმებას აპროტესტებენ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრეები ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშის საკუთრებად დარეგისტრირდა. ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელების ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშის საკუთრება იქამდე, სანამ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში არ გასაჩივრდებოდა და დიდი პალატა ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო არხზე ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია დაინიაშნა.