მანქანა ფერდობიდან დაგორდა და ამოტრიალდა [video]

2019-08-19 21:29:36

ბახმაროში, ფესტივალზე მიმავალი ავტომობილი ფერდობიდან დაგორდა. [ვიდეო/video]

მძღოლმა მოახერხა და ავტომობილიდან გადმოხტა, თუმცა მანქანაში დარჩენილმა მგზავრებმა ვერ შეძლეს გადმოსვლა.

ავტომობილი ფერდობიდან ჩამოვარდა და ამოტრიალდა, დაშავდა 3 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ვიდეო თვითმხილველმა, მეკო კვაჭანტირაძემ გადაიღო.