რა მდგომარეობაშია არწივის ბუდე (ვიდეო).

2017-03-25 20:31:47

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ელექტროსისტემის #40 ბოძზე განთავსებული არწივის ბუდე არ დაზიანებულა.  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ ბოძის დემონტაჟი განხორციელდა, რომელზეც ათეული წელია ბექობის არწივის ბუდეა განთავსებული, სიმართლეს არ შეესაბამება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ რომ, არწივების საბუდარი უვნებელია და სამუშაოების დროს, სხვა ბოძი მოიჭრა. არწივების საბუდარი დღეს „ინფო რუსთვმა“ გადაიღო. ბუდე ბოძზეა განთავსებული და დაზიანებები არ აღენიშნება. ბექობის არწივი წითელ ნუსხაშია შეტანილი. ფრინველი  გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე კავკასიაშიბოლო 15 – 20 წლის განმავლობაში საქართველოში მობუდარი ბექობის არწივების რიცხვი 53-55-დან 17-20 წყვილამდე შემცირდა. შემცირების მიზეზი ადამიანის მიერ ბუდობის დროს ფრინველთა შეწუხება, საბუდარი ხეების თუ ელექტრო გადაცემის ბოძების მოჭრა, ბუდიდან კვერცხების და მართვეების ამოყვანა, მოწამვლა, ძლიერი უამინდობის შედეგად ბუდის ჩამონგრევაა. ბექობის არწივის სხეულის სიგრძე ნისკარტის წვერიდან კუდის ბოლომდე 85 - სმ- აღწევს. გაშლილი ფრთების სიგრძე 2 -. წონა კი 3 კგ-.