ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში სანაპიროზე.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა ერთი კი - დაშავდა.
ადგილზე მობიილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.