ჭყონდიდელის დასახლებაში სახლს ცეცხლი წაეკიდა (ვიდეო).

2017-03-25 19:40:48

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში სამშვილდის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე მოხდა. საცხოვრებელ სახლში ორი პირი იმყოფებოდა. ხანძრის შესახებ შესაბამის  სამსახურს მეზობელმა შეატყობინა. ადგილზე სახანძროს ორი და სასწრაფოს ერთი ეკიპაჟი იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, მის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.