საშინელი ავარია მცხეთასთან [video]

2019-08-18 00:28:23

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთასთან [ვიდეო/video]

ერთმანეთს მიკროავტობუსი, ავტობუსი, სატვირთო მანქანა და ათამდე ავტომობილი დაეჯახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მიკროავტობუსში და ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

პირველადი ინფორმაციით, დაშავდა 16 ადამიანი, საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.

ვიდეო შემთხვევის ადგილიდან "ინფო რუსთავი"-ს მკითხველმა მოგვაწოდა რისთვისაც მადლობას ვუხდით.