რუსებმა შვიდი მოქალაქე დააკავეს

2019-08-17 21:13:06

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.

ინფორმაცია ამის შესახებ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათიაშვილმა დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს