რუსთავში მამაკაცს 2 დღეა ეძებენ [video]

2019-08-17 18:28:15

რუსთავში, მდინარე მტკვარში 37 წლის მამაკაცს უკვე ორი დღეა ეძებენ. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაშველები სამძებრო სამუშაოებს, ორივე ნაპირზე, სხვადასხვა ლოკაციებზე აწარმოებდნენ, ასევე მოხდა მტკვრის კალაპოტის დათვალიერება.

მაშველებთან ერთან სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მამაკაცი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო სამუშაოები დღეს უკვე შეჩერდა და ხვალ დილიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი წყალში 15 აგვისტოს შევიდა და მას შემდეგ დაიკარგა. ნახეთ ბმული