რუსთავში, მტკვარში მამაკაცი დაიკარგა [video]

2019-08-17 00:40:49

რუსთავში, მტკვარში 37 წლის მამაკაცს ეძებენ. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცი მდინარის პირას იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ტანსაცმელი გაიხადა და წყალში შევიდა.

მეთევზეების თქმით მას შემდეგ რაც მამაკაცი არ გამოჩნდა მათ 112-ზე დარეკეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მოხდა მტკვრის კალაპოტის დათვალიერება, მოგვიანებით კი ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო სამუშაოები შეჩერდა.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ მამაკაცი სახლიდან გუშინ ღამით გამოსულა და ამ დრომე არ იყო დაბრუნებული.

მტკვრის პირას ნაპოვნია დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები, ტანსაცმელი და რვეული რომელშიც სავარაუდოდ ლექსებს წერდა.

შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

სამძებრო სამუშაოები მტკვარში დილიდან განახლდება.