1 გარდაცვლილი 3 დაშავებული

2019-08-17 18:00:40

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე. "ნისანის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდა გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი დაშავდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.