ავტომობილი ცოლ-ქმარს დაეჯახა

2019-08-17 16:23:15

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში, ცენტრალურ მაგისტრალზე.

არსებული ინფორმაციით, ქვეითთა გადასავლელთან მსუბუქი ავტომობილი ორ ადამიანს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა, 47 წლის მამაკაცი კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული მამაკაცი, ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.