მედიკამენტები სიმბოლურ ფასად

2019-08-17 15:34:55

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძენენ - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო.

ვეტერანები სიმბოლურ ფასად, 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას შეძლებენ, რომლებიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები” - განაცხადა პრემიერმა.