ნიკა გვარამიამ ტელევიზია დააფუძნა

2019-08-17 02:01:47

ნიკა გვარამიამ ტელევიზია დააფუძნა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენ.დირექტორი ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე წერს.

"მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ", - წერს ნიკა გვარამია.

აღსანიშნავია რომ წილის 51% მფლობელი ნიკა გვარამიაა, ხოლო 49% მფლობელი კახაბერ ანჯაფარიძე.

გენერალური დირექტორი: ნიკა გვარამია, ფინანსური დირექტორი: ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორები: დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.