რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2019-08-17 00:03:29

რუსთავში, XV მიკრო-რაიონში, საცხოვრებელ ბინაში 33 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.