სიმაღლიდან ვარდნის ფაქტი

2019-08-16 16:53:48

ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან, 56 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კორპუსის მე-4 სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ამდროისთვის ცხედარი ახალციხის პროზექტურაშია გადაყვანილი.