სატვირთო ავტომობილი ამწედან ჩამოვარდა

2019-08-16 13:14:24

დედოფლისწყაროში, სოფელ სამრეკლოში 62 წლის მამაკაცი სატვირთო ავტომობილის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაგორდა და ამწედან ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად მამაკაცმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, მაგრამ დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.