ახალშობილი ხილის ბაღში იპოვეს

2019-08-16 12:20:33

ოზურგეთში, 31 წლის ქალმა საკუთარ ხილის ბაღში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა.

არსეებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლდენით შეიყვანა, რა დროსაც ექიმები დაეჭვდნენ და ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას შეატყობინეს.

პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქალის საკუთარ ხილის ბაღში ახალშობილი აღმოაჩინა, რომელიც "მედალფას" სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ახალშობილს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები და მის სიცოცხლეს ამდროისთვის საფრთხე არ ემუქრება.