16 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება

2019-08-15 18:33:45

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მესხიშვილის, თოდრიას, ლეონიძის, შიო-არაგვისპირელის, შარტავას, ლესელიძის, მელიქიშვილის ქუჩებზე, მე-14 მიკრორაიონში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.