რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება

2019-08-15 17:49:27

ხვალ, რუსთავის წყალი მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

ხვალ, 16 აგვისტოს კომპანია რუსთავის წყალი ხრამის სათავე ნაგებობის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე გეგმურ-ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს დილის, 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

რუსთავის მარჯვენა სანაპიროს დასახლებას;

მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკური სამუშაოების დროს რუსთავის წყალი მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.