აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ

2019-08-15 15:46:55

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.

ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, როგორც ინსპექტირება ისე დოკუმენტური შემოწმება, სხვადასხვა დარღვევისთვის 37 -მდე ობიექტი დაჯარიმდა, აქედან 7 შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.