ორი ავტომობილი არხში გადავარდა

2019-08-15 13:11:30

კურორტ ბახმაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომანქანა, უჩხუბის ხიდთან მოსრიალდა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას და წყლის არხში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრები. დაშავებულები არიან სრულწლოვნები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს. პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დაზიანებული მანქანები არხიდან ტრაქტორით ამოიყვანეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.