სვანეთში, თეთნულდზე 2 ტურისტი ქალი გარდაიცვალა 1 კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ბელორუსი ტურისტები ძირითად ჯგუფს მაშინ ჩამორჩნენ, რა დროსაც ისინი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდნენ.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შევიდა.
სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაშველებმა დაკარგული სამი ტურისტი, 2 გარდაცვლილი, 1 კი მძიმედ დაშავებული იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო ვერტმფრენიც იყო ჩართული.
ამ დროისთვის დაშავებული ტურისტის მდგომარეობა მძიმეა.