ინციდენტი მთავარ ხიდზე.

2017-03-25 11:31:13

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ ხიდზე დაახლოებით 11 საათზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები დაეჯახნენ, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, უმნიშვნელოდ დაზიანდა ავტომობილები. ავარიის შემდეგ მძღოლებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა. ინციდენტის დროს ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, დაძაბულობა რამდენიმე წუთში განიმუხტა.